საცურაო აუზის პროექტირება საწყისი ეტაპია მისი სწორი ფუნქციონირებისთვის. აუზის პროექტირების დროს გასათვალისწინებელია: 1. აუზის დიზაინი, ტიპი, ფორმა და ადგილმდებარეობა რელიეფის და საცხოვრებელი სახლის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. 2. აუზის ტიპის შერჩევა (სკიმერული, გადადინებით) 3. დამხმარე სათავსო საფილტრაციო დანადგარების მოსაწყობად. 4. აუზის ტექნოლოგიური ნაწილის სწორედ დამუშავება, წყლის ფილტრაციის, ცირკულაციის და შეთბობისთვის.